logo
ENG



"ფასდაუდებელი იყო მისი როლი ბოლო 3 წელში, მქონია კონსულტაციებიც" - ღარიბაშვილი ივანიშვილზე

30 დეკ 202314:50
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ახლახან "დაბრუნებულ" ბიძინა ივანიშვილზე ამბობს, რომ მისი როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში "ფასდაუდებელი" იყო. ღარიბაშვილი აღიარებს იმასაც, რომ ამ წლების განმავლობაში მას ივანიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა "სტრატეგიულ საკითხებზე".

"მე მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი იყო მისი როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში. მე პირადად არ დამიმალავს და დასამალი არაფერი არ არის, მე მქონია კონსულტაციებიც, იმიტომ, რომ ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, რთული კრიზისები გამოიარა გუნდმა, რომ რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა, მე ვგულისხმობ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და ზოგადად, ნავიგაციას ამ ტურბულენტურ სიტუაციაში", - განაცხადა მან.

ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".

ივანიშვილმა მისი "დაბრუნების" რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა - მათ შორის დაასახელა ოპოზიციის "არარსებობა" და "ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა".


close დახურვა